სიახლე
2024-02-20
კომპანია Autodesk-მა დააანონსა Autodesk AI ტექნოლოგია რომელიც წარმოაჩენს შემოქმედებით პოტენციალს, გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში და აღმოფხვრავს არაპროდუქტიულ სამუშაოს სხვადასხვა სფეროში.
მრავალი ტენოლოგია არ ფლობს შესაბამის პოტენციალს როგორც ხელოვნური ინტელექტი. ახორციელებს რა კვლევებსა და განვითარებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში Autodesk არის ცალსახად პოზიციონირებული, რათა შემდგომ განავითაროს იგი დიზაინისა და წარმოებისთვის.
Autodesk AI ჩაშენებულია Design and Make პლატფორმაში და უზრუნველყოფს ინტელექტუალურ დახმარებას და გენერაციულ შესაძლებლობებს, რაც ეხმარება მომხმარებლებს მიიღონ მაქსიმალურად ზუსტი შედეგები. გადაწყვეტილება ამცირებს დიზაინერებისა და ინჟინრების სწავლების დროს, ზრდის მათ პროდუქტიულობას და აჩქარებს ინოვაციას. Autodesk AI ხელმისაწვდომია Autodesk-ის მთელ პორტფოლიოში და მდიდრდება ახალი ფუნქციური შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოს შემოქმედებითი კვლევა და პრობლემების გადაჭრა. სისტემა ავტომატიზირებს განმეორებით დავალებებს შეცდომების შესამცირებლად და დროის გასათავისუფლებლად, ასევე აანალიზებს პროექტის რთულ მონაცემებს, რათა შესთავაზოს პროგნოზული ინფორმაცია.
Autodesk AI ინსტრუმენტები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. ასე, არქიტექტურისთვის, დიზაინისთა და მშენებლობისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი შესაძლებლობები:
• Autodesk Forma უზრუნველყოფს ქარის, ხმაურის და საექსპლუატაციო ენერგიის ანალიზს, რათა მოხდეს ადრეული დაგეგმვისა და დიზაინის გადაწყვეტილებების მიღება, რაც აუმჯობესებს შედეგებს.
• InfoDrainage-ში, Deluge-ის მანქანათმცოდნეობის ინსტრუმენტი გვაწვდის ინფორმაციას აუზებისა და ჭაობების საუკეთესო განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ან შეამციროს წყლის კატასტროფების გავლენა.
•AutoCAD იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა დაეხმაროს მხაზველებს დავალებების სწრაფად შესრულებაში, ხელნაწერი და ციფრული შენიშვნების წაკითხვით და მომხმარებლის განზრახვის გამოვლენით, რეკომენდაცია გაუწიოს კონტექსტზე მგრძნობიარე ქმედებებს, ცვლილებების გამარტივებული შეტანისათვის.
• Construction IQ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სამშენებლო რისკების პროგნოზირებისთვის, პრევენციისთვის და მართვისთვის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, ღირებულებაზე ან გრაფიკზე.
პროდუქტის დიზაინისა და წარმოებისთვის, Autodesk AI გთავაზობთ შემდეგს:
• Blank.AI-ს ახლად შეძენილი გენერაციული AI შესაძლებლობები საშუალებას იძლევა საავტომობილო ინდუსტრიის კონცეპტუალური დიზაინის კვლევის, რაც გამოიწვევს უფრო სწრაფ შედეგებს და 3D მოდელების განვითარებას, რომელთა სწრაფად შექმნა, შესწავლა და რედაქტირება შესაძლებელია რეალურ დროში სემანტიკური კონტროლისა და ბუნებრივი ენის გამოყენებით მოწინავე ტექნიკური უნარების გარეშე.
• Autodesk Fusion-ით მომხმარებელს შეუძლია ავტომატურად შექმნას პროდუქტის დიზაინი, რომელიც ოპტიმიზირებულია წარმოების მეთოდისთვის, ღირებულებისთვის და სხვა.
• Fusion-ის სამუშაო ნაკადები შემუშავებულია, რათა მოხდეს ავტომატური წარმოების შაბლონის ინსტრუმენტების ავტომატური შექმნა, რომლებიც საჭიროებისამებრ შეიძლება დაკოტექტირდეს. ავტომატური ნახატები კი უზრუნველყოფს ფურცლის შექმნის ინერაქციულ შესაძლებლობებს , ნაირსახეობების განთავსებას და ანოტაციის სამუშაო პროცესებს.
მედიისა და გართობისთვის ხელმისაწვდომია Autodesk AI ის შემდეგი შეაძლებლობები:
• Autodesk Flow ავტომატიზირებს მედიისა და გართობის წარმოების დაგეგმვას, მუდმივად ცვალებადი ცვლადების მართვა გუნდებსა და ბიუჯეტებს შორის. პროცესისთვის გენერაციული დაგეგმვა გვაძლევს შედეგებს წუთებში, რომელსაც ტრადიციულად დღეები სჭირდებოდა, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს წინასწარ განსაზღვრონ, დაგეგმონ და სათანადოდ გაანაწილონ რესურსები შემოქმედებითობის მიწოდებისთვის იქ, სადაც ეს საჭიროა.
• Autodesk Flame იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ხელოვანთა ხელით დავალებების ავტომატიზაციისთვის, როგორიცაა keying -ი, ცის შეცვლა, კოსმეტიკური სამუშაოები და კამერის თვალთვალი.
• ხელოვნური ინტელექტზე ბაზაზე მომუშავე პროცესები Maya (ამჟამად ბეტა-ტესტირების რეჟიმშია) აძლევს მხატვრებს Maya სცენის მონაცემებთან ურთიერთქმედების ახალ გზას ბუნებრივი ენის ტექსტური მოთხოვნის გამოყენებით.
• Wonder Dynamics-თან თანამშრომლობის მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტი გახდება საფუძველი Maya პლაგინის ავტომატური ანიმაციისთვის, ცოცხალი სცენებისთვის კომპიუტერით გენერირებული პერსონაჟების განათებასა და განლაგებისთვის.
დეტალური ნიფორმაცია Autodesk AI გადაწყვეტილებების შესაძენად შგიძლიათ მიიღოთ ელ. ფოსტის მეშვეობით autodesk@muk.group.