სიახლე
2023-02-22
Juniper Networks აცხადებს Apstra Freeform-ს, გადაწყვეტას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მართოს და ავტომატიზირება გაუწიოს მონაცემთა ცენტრის ოპერაციებს არქიტექტურის მიუხედავად
Apstra Freeform არის მულტივერდორული ავტომატიზაციის პლატფორმის გაფართოება და მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გადაწყვეტა საშუალებას აძლევს საწარმოებსა და მომსახურების მომწოდებლებს ავტომატიზაცია და მართვა გაუწიონ მათი მონაცემთა ცენტრების ოპერაციებს გამოყენებადი ტოპოლოგიისა და პროტოკოლების მიუხედავად.
ყველა ზომისა და ინდუსტრიის ორგანიზაციები დღეს აწყდებიან არქიტექტურულ პრობლემებს, რომლებიც შემდეგში განსაზღვრავენ, თუ როგორ ააშენებენ მათ მონაცემთა ცენტრებს. ინფრასტრუქტურა გახდება მულტივერდორული, კონფიგურაცია იქნება განზრახვაზე მიმართული და ძირიტადი მიზეზის იდენტიფიკაცია და გამოსწორება ავტომატიზირებული იქნება. Apstra Freeform მიზნად ისახავს მომწოდებლის გამოცდილების უნიფიცირებას და ძირითადი მონაცემათა ცენტრის სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციას, როგორც სანდო მონაცემთა ცენტრის კონფიგურაციის ინფორმაციის ერთიან წყაროს.
Freeform ეყრდნობა Apstra-ს ძლიერ განზრახვაზე დაფუძნებულ ქსელურ შესაძლებლობებს, რათა მართოს მონაცემთა ცენტრი მთელი თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში სხვადასხვა ტოპოლოგიაში, რაც მომხმარებლებთან საიმედო ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს და მოიცავს შემდეგ ძირითად შესაძლებლობებს:
• ახალი ეტალონური დიზაინი, რომელიც მოიცავს ნებისმიერ ტოპოლოგიას. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის გამოშვებით, Apstra ამარტივებს IT ოპერაციებს, აფართოებს განზრახვაზე დაფუძნებულ ქსელის შესაძლებლობებს ნებისმიერი პროტოკოლისთვის, ნებისმიერი ტოპოლოგიისა და ნებისმიერი ქსელის დომენისთვის.მომხმარებელს ახლა შეუძლიათ აირჩიონ არქიტექტურა, რომელიც შეესაბამება მათ ბიზნეს საჭიროებებს, Apstra-ს შესაძლებლობების გამოყენებით.
• Apstra-ს, როგორც სანდო ინფორმაციის ერთიანი წყაროს როლი, საშუალებას იძლევა მონაცემთა ცენტრის დიზაინი თანმიმდევრულად გამოიყენებოდეს. უკუკავშირი უზრუნველყოფს IT პროფესიონალებს სანდო გამოცდილებას საზღვაო ინფრასტრუქტურაში.
• ახალ ვერსიაში Juniper-მა წარმოადგინა ახალი Apstra ლიცენზირების მოდელი. Freeform აფართოებს Apstra-ს შესაძლებლობებს გამოყენების ბევრად უფრო ფართო სპექტრისთვის. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ აირჩიონ ლიცენზირების სამი დონე, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუფერხებლად განახლების შესაძლებლობით.
მუდმივად ცვალებადი ბიზნესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ორგანიზაციებმა უნდა გააგრძელონ ფოკუსირება მათი ოპერაციების სიჩქარესა და მასშტაბზე, საიმედოობის შენარჩუნებით. Apstra უზრუნველყოფს მონაცემთა ცენტრის სტაბილურ და საიმედო მუშაობას მუდმივად შემოწმებად და განზრახვაზე ორიენტირებულ რამდენიმე მომწოდებლების გეგმების წყალობით. Juniper-ი აგრძელებს პრონციპულად ახალი მიდგომის გამოყენებას მონაცემთა ცენტრის ოპერაციების მართვის მიმართ, მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭებითა და სხვა და სხვა მწარმოებლის გადაწყვეტილებების მხარდაჭერით.
Juniper Networks უზრუნველყოფს Apstra-ს ავტომატური განლაგებისა და მიგრაციის სერვისებს კლიენტებისთვის, რომლებიც იყენებენ დადასტურებულ მონაცემთა ცენტრის ეტალონურ დიზაინსა და Freeform-ის მოქნილ პროექტებს. ორივე სერვისი სრულად კონფიგურირებადია და შეიძლება მორგებული იყოს მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებზე და გამოყენებული იყოს ნებისმიერი პროტოკოლის ან არქიტექტურისთვის.
Apstra Freeform-ის ან Juniper Networks-ის სხვა გადაწყვეტილებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. +995-32-260-16-54 ან ელექტრონული ფოსტით office@muk.ge.